მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევი იყო და ციხე, სავარაუდოდ, შეწყალების საფუძველზე დატოვა - თაზო მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი

23.02.25 15:34
მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევი იყო და ციხე, სავარაუდოდ, შეწყალების საფუძველზე დატოვა - თაზო მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის ბიჭის სატიკ მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა და ასევე ბაირამოვმა, რომელმაც მასთან ერთად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს. ამ განცხადებას მოკლული თამაზ მთივლიშვილის ოჯახის ადვოკატი აკეთებს. ინტერესების დამცველი ზუსტად ვერ ამბობს, რა გზით დატოვეს მათ საპატიმრო: ამნისტიით თუ შეწყალებულები იყვნენ. 

ადვოკატი ასევე მომხდარის სავარაუდო მოტივზე საუბრობს. 

ორივე პირი, რომელმაც დატოვა საქართველოს საზღვარი, ნასამართლევია და ჩვენი ინფორმაციით, მათ ახლახანს დატოვეს საპატიმრო დაწესებულება. დასაზუსტებელია, ეს არის ამნისტირებული თუ შეწყალებული პირი. ჩემი ინფორმაციით, ნარკოტიკულ დანაშაულზე ისხდნენ.

ეს იყო ანგარიშსწორება დაზარალებულის მიმართ მონკრეტული თემა, სავარაუდოდ, იყო ფულადი თანხა, სავარაუდოდ, უკავსირდებოდა სამსახურეობრივ საქმიანობას. მთავარი მაინც არის ის, რომ სწორედ ამ ამბავს შეეწირა 20 წლის ბიჭის სიცოცხლე, - ამბობს ადვოკატი.  
 

შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. თამაზ მთივლიშვილს 16 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მან თანამშრომლები საშაურმეში დაპატიჟა, ხოლო მეორე დღეს ისინი დაბადების დღის აღნიშვნის გასაგრძელებლად გიორგი პაპაშვილის ბინაში შეიკრიბნენ. სწორედ აქ მოხდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მთივლიშვილსა და პაპაშვილს შორის, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. 

პროკურორის ინფორმაციით, ირკვევა, რომ ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.

მომხდარს 4 ახალგაზრდა უყურებდა, მათ შორის ერთი გოგონა. ისინი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ. როგორც პროკურორმა პროცესზე თქვა, შეუტყობინელობაში მხილებულემა ოთხმა ახალგაზრდამ გიორგი პაპაშვილს ხელი შეუწყო, რომ დანაშაულის ადგილი დაეტოვებინა. მათ პაპაშვილის ბინაში ჯერ კიდევ ცოცხალი თაზო მთივლიშვილი ჩაკეტეს და გაიქცნენ.