თავდასხმა აქციის მონაწილეებზე ხანჯლით და ბიტით - საქალაქოში დღეს, სავარაუდოდ, დაკავებულების პროცესი გაიმართება

23.02.25 15:48
თავდასხმა აქციის მონაწილეებზე ხანჯლით და ბიტით - საქალაქოში დღეს, სავარაუდოდ, დაკავებულების პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელები უნდა მიიყვანონ. მოსამართლე იმსჯელებს, ჯარიმით დასაჯოს "ქართული ოცნების" ის მომხრეები, რომლებიც ქუჩაში ბიტებით და ხანჯლით შეიარაღებული გადაადგილდებიან, თუ 60 დღით დააპატიმროს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ დაკავებულები პირდაპირ წინსაწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლონ.

დაკავებულებს ადვოკატი ლექსო კობაიძე იცავს. კობაიძე 26 ოქტომბრის არჩევნები "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა და მას "კაპიტნის" წოდება ჰქონდა. 

კობაიძე ამტკიცებს, რომ სირაძეს და ჭკუასელს ბიტით და ხანჯლით სიარული დღის წესრიგში აქვთ. მისი მტკიცებით, ორივე მათგანი აქციის მონაწილეებისგან თავს იცავდნენ.

დავაყენებთ შეუამდგმლობას, რომ უნდა მოხდეს იმ ვიდეოკამერების ამოღება, რომელიც თავად ადმინისტრაციულად დაკავებულ პირებს ჰქონდათ. მოლოდინი გვაქვს, რომ არ გადაწყვდება ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საუარესოდ აღნიშნული პროცესი. კადრში ჩანს, რომ როდესაც კონფლიქტი იყო, მათ გააგრძელეს მოძრაობა.  არ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ მანქანით უნდა შევარდნოდნენ. ისეთი მანქანაა, თქვენ ნახეთ, თუ გეგმავ, ბოლო-ბოლო, მაგ მანქანით არ შევარდები..., - ამბობს ადვოკატი. 

რეჟიმის მოწინააღმდეგეებს ნიკოლოზ ჭკუასელი და ანდრო სირაძე თავს ორი დღის წინ დაასხნენ. ისინი ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან და ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.