პროტესტის 88 დღე - ევროპული მომავლის მცველები აქციას დუშეთში მართავენ

23.02.25 15:59
პროტესტის 88 დღე - ევროპული მომავლის მცველები აქციას დუშეთში მართავენ

პროტესტის 88 დღე და ბრძოლა უკანონო პატიმრების გათავისუფლებისთვის - ევროპული მომავლის მცველები ამ წუთებში  დუშეთში იკრიბებიან. ადგილობრივების პროტესტს თბილისიდან ჩასული მოქალაქეებიც უერთდებიან. "სამართლიანობა უნდა აღდგეს და რეჟიმის ტყვეებმა ციხეები უნდა დატოვონ" - ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ პროტესტი მხოლოდ დედაქალაქს არ უნდა მოიცავდეს და ის მთლიანად ქვეყანაში უნდა გაიშალოს.

ჩემი აზრით, აუცილებელია, ეს აქციები მარტო თბილისში და დიდ ქალაქებში არ ხდებოდეს. ისეთი რაიონი, როგორიც, მაგალიტად, დუშეთია, ქარელია, ჭიათურა, ყველგან, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო აქციები. ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ რიგგარეშე ახალი არჩევნები და თავისთავად, პატიმრების გათავისუფლება, - ამბოსბ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

სიმბოლურად ასე დაემთხვა დღეს, რომ არის 23 თებერვალი, რომელიც არის იუნკერების ხსოვნის დღე და პირველ რიგში, აქედან მივმართავდ ა ვეტყვი ყველას, რომ დღესაც, სამწუხაროდ, გვიწევს ისევ რუსეთთან ბრძოლა, რუსულ ხელისუფლებას ვებრძვით და დუშეთიდან გვინდა, მივაწვდინოთ ხმა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მათ გვერდით ვართ, ვუერთდებით რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოს მოსახლეობა არ შევეგუებით რუსულ რეჟიმს, - ამბობს აქტივისტი ნიკოლოზ ჩომახაშვილი. 

აქციის მონაწილეები ასევე გეგმავენ, "ბათუმელების" სპეციალური გამოცემა მოქალაქეებს დაურიგონ.