პირი, რომელმაც თბილისში 23 წლის ბიჭი მოკლა, ციხიდან ახალი გამოსული იყო - რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო?

23.02.25 20:13
პირი, რომელმაც თბილისში 23 წლის ბიჭი მოკლა, ციხიდან ახალი გამოსული იყო - რის საფუძველზე დატოვა საპატიმრო?

თბილისში 23 წლის ახალგაზრდა ციხიდან ახლად გამოსულმა მამაკაცმა მოკლა. გარდაცვლილის ოჯახი ახლა სახელმწიფოსგან განმარტებებს ითხოვს. დედას აინტერესებს, რა გზით დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულმა.

ყაველაშვილის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ გიორგი პაპაშვილი არ იყო იანვარში შეწყალებული მსჯავრდებულების სიაში. 

პაპაშვილი ახლა მიმალვაშია. მან ქვეყანა მკვლელობის შემდეგ სარფის გამშვები პუნქტიდან დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა თანამშრომელი ჯერ სამზარეულოს დაფით სცემა, შემდეგ ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა. ამ სისასტიკეს ოთხი ადამიანი უყურებდა, მაგრამ არცერთს უფიქრია სასწრაფოში დაერეკა და ახალგაზრდა გადაერჩინა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.