რეჟიმს ხალხის ფინანსური ტერორის გეგმა ჩაუვარდა - მოქალაქეები ჯარიმებს ერთი-მეორეს მიყოლებით ასაჩივრებენ

23.02.25 20:31
რეჟიმს ხალხის ფინანსური ტერორის გეგმა ჩაუვარდა - მოქალაქეები ჯარიმებს ერთი-მეორეს მიყოლებით ასაჩივრებენ

ხალხის ფინანსური ტერორის გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალში ჩაუვარდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დათვალა და გაარკვია, რომ ერთ თვეში სახელმწიფომ მომიტინგეებისგან მხოლოდ ნახევარ მილიონამდე ლარი ამოიღო, რადგან დაჯარიმებულების უმეტესობა გზის გადაკეტივისთვის გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმს ასაჩივრებს. სისტემა გადაჭედილია, ვახო გომელაურის სამსახურში ყოველდღიურად ასობით ჯარიმის გასაჩივრების განცხადება შედის.

ხალხის პროტეტის ჩასახშობად გომელაურმა საკუთარი თანამშრომლები ფოსტალიონებად აქცია. საქართველოს ევროპული მომავლის მცველებს ჯარიმები სახლებში ჩამოურიგეს, თუმცა ხალხმა გამოსავალი იპოვა. უფლებადამცველებმა სრული მობილიზება გამოაცხადეს. იურისტები დაჯარიმებულებს კონსულტაციებს გაუწევენ, ყველა ჯარიმა გასაჩივრდება ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში.

აჯარიმებენ ყველას, ვინც ქუჩაში სააქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად დგას. ივანიშვილის პოლიციას ჯარიმის ქვითრები აქციაზე მყოფი პირერების მოხუც მშობლებთან მიაქვს. ამ მეთოდით რეჟიმი ხალხის გატეხვას ცდილობს, თუმცა ყველა ჯერზე საპირისპირო შედეგს იღებს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.