"ოცნებამ" 70 წლის ქალს საარსებო წყარო გადაუკეტა - რატომ მოუხსნეს სოცდახმარება პენსიონერს
70 წლის პენსიონერი ქალი ციალა სამაშვილი სოციალური დახმარების გარეშე 12 თვეში დახარჯული 400 ლარის ბუნებრივი აირის გამო დატოვეს. ქალს საცხოვრებელი სახლი თავზე ენგრევა, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და ხშირად წამალსაც ვერ ყიდულობს, მაგრამ სახელმწიფომ მისთვის მინიმალური დახმარება მაინც ვერ გაიმეტა.
ციალა სამაშვილისთვის 20 კვადრატული მეტრის სახლი ერთადერთი თავშესაფარია და ისიც კრიტიკულ მდგომარეობაში. დაბზარულია კედლები, დაზიანებულია სახურავი და შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. თუმცა, როგორც ჩანს, შემოწმებაზე მისულმა სოციალურმა მუშაკებმა ეს ვერ დაინახეს და მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი ბუნებრივი აირის გადახარჯვის გამო ის შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვეს.
ქრონიკული დაავადებების მქონე ქალს, რომელსაც სოციალური დახმარება წაართვეს, პენსია წამლებზეც არ ჰყოფნის. არადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ყოველ კვირას საავდმყოფოში მისვლა უწევდა. სოციალურად დაუცველის სტატუსით კი სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ იტარებდა, ახლა კი საავადმყოფოში მისვლას კი არა, პრეპარატების ყიდვასაც ვეღარ ახერხებს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.