გორში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს - ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია

23.02.25 20:12
გორში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს - ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია

გორში ორი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია. 

წმინდა წყლის დასახლებაში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში 10-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თავმდამსხმელებიც არასრულწლოვნები იყვნენ. მათი ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუდგენია. შემთხვევის ადგილზე ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მოდიოდა ბიჭი, წაიქცა და „ცუდად არის, ჩქარაო!“ „წამოდი, დროზე, წამოდიო“ და „მემგონი, ვკვდებიო, გული მეპარებაო’. ამ უბნის მცხოვრებლები არ იყვნენ. სასწრაფომ დააგვიანა, - ამბობს ადგილობრივი. 

ხმაური იყო და გარბოდნენ, არასრულწლოვანი ბავშვები იყვნენ  და რამდენიმე ხნის მერე უკვე პოლიციაც მოვიდა, მერე სასწრაფო დავინხე. უამრავი პოლიცია იყო მობილიზებული და როგორც გავიგე, ორი ადამიანი იყო დაჭრილი, - ამბობს კიდევ ერთი თვითმხილველი. 

ცნობილია, რომ ორივე დაჭრილს გორმედში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსები მათ მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 19- 109, განზრახ მკვლელობის მცდელოლბის მუხლით დაიწყო.

ვრცლად ნახეთ გიორგი დვალიშვილის ჩართვაში.