გორში დაჭრილი ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა - ფაქტზე 2 პირი დააკავეს
სისხლიანი გარჩევა გორში - 2 ადამიანის დაჭრის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ორივე მათგანს გამოზიება განზრახ მკვლელობის მცდელობას (სისხლის სამართლის 109-ე მუხლი) ედავება.
კრიმინალური გარჩევა გუშინ, 23 თებერვალს მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ორივე მათგანის მდგომარეობა მედიკოსების თქმით, მძიმეა.
ორივეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და მძიმეა. მათ სასწრაფო წესით ჩაუტარდათ წინასაოპერაციო კვლევები და შემდეგ ოპერაცია. ამ ეტაპზე ორივეს მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დღეს ან ხვალ იგეგმება უკვე პალატაში გადაყვანა. ორივე მათგანს აქვს ისეთი ჭრილობები, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ჭრილობებს”,- ამბობს“გორმედის” ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს, რომელიც სავარაუდოდ არასრულწლოვანია, ჭრილობს გულის არეში აქვს მიყენებული.