სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნება
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე სტარასბურგში გაიგზავნება-ადვოკატი ევროპულ სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
როგორ თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, მხოლოდ ტექნიკური საკითხებია დარჩენილი და როდესაც საჩივარი საბოლოო სახეს მიიღებს, ის ევროპულ სასამართლოს კვირის ბოლოსკენ გაეგზავნება.
რამდენიმე დღეა დარჩენილი, როდესაც ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე, საბოლოო სახეს მიიღებს სტრასბურგის საჩივარი და ანდრო ჭიჭინაძის საქმე, აღკვეთის ნაწილში, სტრაბურგში გაიგზავნება, სადაც განხილული იქნება, როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე, გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როდესაც ანდრო ჭიჭინაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, დარჩა პატიმრობაში, უკანონოდ“.
პირველ რიგში, ეს იქნება მეექვსე მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა, რადგან ვერ შეაფასა სასამართლომ ის საფუძვლები, რომლებიც უნდა შეეფასებინა, არ არსებობდა მიმალვის საფრთხე, არ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, არ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, თუმცა სასამართლომ ყველა მათგანი დატოვა, როგორც საფრთხე, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულიყო და ამის საპასუხოდ ვხედავთ ჩვენ, რომ თვეებია გასული და წინ გამოძიება ვერ მიდის. ასევე, იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საკითხს, ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არსებობს სხვა პოლიტიკური მოტივაცია, - განაცხადა მიგინეიშვილმა.
ამასთან, იურისტებმა უცხოეთში გააგზავნეს ყველა ის აბსურდული მტკიცებულება, რომლითაც მურუსიძე-ჩიჩალაძის კლანი ევროპული მომავლის მცველებს ასამართლებს.
იურისტების თქმით, ყველა ის მოქალაქე, რომელიც გასული თვეების განმავლობაში საპროტესტო აქციებზე დაშავდა, დააკავეს, ან დააჯარიმეს და ფიქრობენ, რომ ამ სასამართლოს პირობებში მათ სამართლიანობის პოვნა არ შეუძლიათ, დავას ევროპულ სასამართლოში განაგრძობენ.
გამოვარჩევდი 2 საქმეს, რომელიც გახმაურებულიცაა და ამის გარდა, ყველაზე მეტი სამართლებრივი პრობლემა ჩანს შიგნით. ერთი ეს არის ნიკა ზირაქაშვილის საქმე, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. სასამართლოს ჩვენ წარვუდგინეთ მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ 9-ის ნახევარზე, ვიდრე გზა გადაიკეტებოდა, რამდენიმე წუთით ადრე, ნიკა იმყოფებოდა ერთ-ერთ კაფეში, გადახდის ქვითარიც ვაჩვენეთ, რომელიც არ გაუხდია სადაოდ ადმინისტრაციულ ორგანოს, ანუ მან დაგვიდასტურა მტკიცებულების აღიარებით, რომ ნიკა ნამდვილად არ იმყოფებოდა იქ. მერე საქმე ეს არის უფრო მეტად გახმაურებული, ბაჩო ქაჯაიას საქმე, რომელსაც ედავებოდნენ 2025 წლის 9 იანვარს, გზის გადაკეტვას. იმ მომენტში ბაჩოც არ იმყოფებოდა რუსთაველზე, იყო ახლომდებარე კაფეში და ელოდება ე.წ. ჩემი ცოლის დაქალების ფანების მარშს,“, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
ცნობისთვის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპროტესტო აქციების ფარგლებში 5 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.