სამართლებრივი დახმარება რეპრესიების მსხვერპლ აქციის მონაწილეებს

24.02.25 13:54
სამართლებრივი დახმარება რეპრესიების მსხვერპლ აქციის მონაწილეებს

სამართლებრივი დახმარება რეპრესიების მსხვერპლ აქციის მონაწილეებს - იურისტები ყველა მათგანს ურჩევენ, ჩაიბარონ საჯარიმო ქვითრები, რათა მოხდეს ათვლის წერტილის დადგენა და შემდგომ, 10 დღის განმავლობაში გასაჩივრება შეძლონ.

მათი თქმით, “როდესაც უნდა აითვალოს პირველი გასაჩივრების ვადა, ხდება პრობლემური, რადგან შსს-ს წარმომადგენლები ოქმს სწორად არ ადგენენ.“

იურისტების აცხადებენ, რომ ისინი მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარებიან, მათ შორის აღკვეთის გასაჩივრებაში.

ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა, როდესაც საჯარიმო ქვითრების ჩაბარება ხდება, მაქსიმალურად გამოვიყენოთ გასაჩივრების ყველა ინსტანცია და მექანიზმი, რაც ახანგრძლივებს დროს, ჯარიმის გადახდის ვალდებულების დადგომის, მეორე ის, რომ თვითონ სისტემისთვის არ არის იოლი, რთულია, როდესაც ამდენი საქმე იქნება გასაჩივრებული და გვაქვს მიდგომა, რომ ყველა ეტაპი გამოვიყენოთ. ახლა ვფიქრობთ, მათ შორის, აღსრულების ეტაპზეც, დავიწყოთ დავა“, - განაცხადა ბესელიამ.

რეკომენდაცია, რაც იქნება ჩემი, როგორც ადვოკატის მხრიდან, არის ის, რომ ჩაიბარონ მათ ქვითრები, რადგან, სამწუხაროდ, ათვლის წერტილი, როდესაც უნდა აითვალოს პირველი გასაჩივრების ვადა, ხდება პრობლემური, რადგან შსს-ს წარმომადგენლები ოქმს სწორად არ ადგენენ“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.