გიორგი მინდაძის საქმე - მოწმე პოლიციელი ნანუკა ჟორჟოლიანმა ტყუილში ამხილა
სამოქალაქო აქტივისტების ამბობენ, რომ ოლიგარქის რეჟიმი თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალაგზრდებს ცრუ მოწმეების ჩვენებების საფუძველზე ასამართლებს. საქალაქო სასმართლოში დღეს აქტივიტს გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ მოწმედ გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე მიიყვანა.
ადვოკატები ამბობენ, რომ ლოლაძემ ბრალდების მხარეს დღეს საქმე, ფაქტობრივად, თავდაყირა დაუყენა. გამომძიებელი დღეს ამტკიცებდა, რომ გიორგი მინდაძე პოლიციის განყოფილებაში დააკავეს. ქალი ირწმუნებოდა, რომ მინდაძე უწყების ჩაბარების საფუძველზე განყოფილებაში თავად გამოცხადდა.
ეს მაშინ, როცა ცნობილია, რომ მინდაძეს სოფელ წილკანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ნათესავების სახლში იმყოფებოდა ამ სპეცოპერაციის დროს ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოფიკო ლოლაძე ტყუილშ ამხილა, თუმცა ის მაინც იმეორებდა, რომ პროცესზე ტყუილი არ უთქვამს:
არ მოვიტყუე. სიმართლე ის არის, რომ გიორგი მინდაძე უწყების საფუძველზე გამოცხადდა განყოფილებაში, - ამტკიცებდა ლოლაძე.
ლოლაძემ დღეს დაზარალებულ სპეცრაზმელთან დაკავშირებითაც ისაუბრა. თქვა, რომ სპეცრაზმელმა დაზიანება ფეხის არეში მიიღო, თუმცა ვერ თქვა, რა სახის დაზიანებაზეა საუბარი.
დღესვე ცნობილი გახდა იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც დაზიანებები მიიღო. მოწმე პოლიციელმა თქვა, რომ იცის, რომელმა პოლიციელმა მიიღო დაზიანებები. "პირველების" ინფორმაციით, ის სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძეა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მინდაძის წინააღმდეგ გამოძიება გამომძიებელმა პატაკის საფუძველზე დაიწყო, რომელიც მიუთითებდა, რომ ნახა, როგორ დაზიანდა პოლიციელი.