დედა არასდროს მოიტყუება! - სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა

24.02.25 15:22
დედა არასდროს მოიტყუება! - სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა

 

 

დაკავებული აქტივისტის, გიორგი მინდაძის დედა პროკურატურის მოწმეს ტყუილში ამხელს. ქალი ამბობს, რომ მისი შვლი არა პოლიციის განყოფილებაში, არამედ წილკანში დააკავეს, როდესაც ბიძაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა.

აქტივისტის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში არასდროს ყოფილა და მის დაკავებას წილკანში თავადაც ესწრებოდა. 

ამის მერე რა უნდა ვთქვა? ხმამაღლა ვამბობ, არაფრის მერიდება. ბავშვი, რომელიც სტუმრად იყო წილკანში თავის ბიძაშვილთან, თავის დედასთან ერთად და დედას ხელიდან წაართვეს, რანაირად მივიდა გიორგი, უწყებით როგორ გამოცხადდა? ეს ხომ ფაქტია, ყველა მოწმეც არის და საიდან წამოიყვანეს. რომ შემოვიდნენ ზორბები და ხელიდან რომ წამართვეს და მანქანამდე მე რომ მივაცილე, დედა ვიტყუები?! დედა არასდროს მოიტყუება, მიუხედავად იმისა, თუ არ ვარ ნამდვილი დედა, მაინც არ მოვიტყუები და გიორგიც არ მოიტყუება არასდროს. ჩვენი სამართალი რაც არის, არ ჭრის, - ამბობს მინდაძის დედა. 

. საქალაქო სასმართლოში დღეს აქტივიტს გიორგი მინდაძის პროცესი გაიმართა, სადაც პროკურატურამ მოწმედ გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე მიიყვანა. 

ლოლაძემ ბრალდების მხარეს დღეს საქმე, ფაქტობრივად, თავდაყირა დაუყენა. გამომძიებელი დღეს ამტკიცებდა, რომ გიორგი მინდაძე პოლიციის განყოფილებაში დააკავეს. ქალი ირწმუნებოდა, რომ მინდაძე უწყების ჩაბარების საფუძველზე განყოფილებაში თავად გამოცხადდა.

ამის მიუხედავად, საქმეში სულ სხვა გარემოება იკვეთება. ცნობილია, რომ მინდაძეს სოფელ წილკანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ნათესავების სახლში იმყოფებოდა ამ სპეცოპერაციის დროს ადგილზე მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.