მოწმეების უჩვეულო ჩვენებები- მათი მტკიცებით, კვარაცხელიას ჩადენილი დანაშაულის შესახებ “ფეისბუქზე სქროლვის“ დროს გაიგეს

24.02.25 17:39
მოწმეების უჩვეულო ჩვენებები- მათი მტკიცებით, კვარაცხელიას ჩადენილი დანაშაულის შესახებ “ფეისბუქზე სქროლვის“ დროს გაიგეს

მოწმეების უჩვეულო ჩვენებები-სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას პროცესზე გამოძახებულმა  დეტექტივებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ კვარაცხელიას ჩადენილი დანაშაულის შესახებ “ფეისბუქზე სქროლვის“ დროს გაიგეს და ამიტომ დაიწყეს გამოძიება.

ერთ-ერთი მოწმის, დეტექტივ გია გელაშვილის განმარტებით, მან „ფეისბუქის“ საშუალებით ნახა ბრალდებული ანზორ კვარაცხელია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს, როგორ ისროდა პოლიციელების მისამართით.

გელაშვილის ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ მან მის ხელმძღვანელს შეატყობინა და თან ლინკებიც მიაწოდა. დეტექტივის თქმითვე, ერთ ვიდეოში ჩანს, აღნიშნული ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი საფეხმავლო ბილიკზე, თუ როგორ აფეთქდა, მეორე ვიდეოში კი ბრალდებული ნიღაბს როგორ იხსნის.

გელაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტების არ უპასუხა და უთხრა, რომ “ის პასუხს არ სცემს“.

დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ განმარტა, რომ მან ფეისბუქზე ნახა 2 ვიდეო ჩანაწერი, ერთ შემთხვევაში ისრვის მოლოტოვის კოქტეილს, მეორე შემთხვევაში კი, იგივე პიროვნება, იგივე აღნაგობით და ჩაცმულობით როგორ დადის აქციაზე. ვინაიდან ეს ვიდეოები კავშირში იყო საქმესთან, შეინახა მობილურში და პატაკით დაურთო სისხლის სამართლის საქმე, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ჟურნალისტის კითხვაზე- მოხდა თუ არა იმ პირის გამოკითხვა, ვინც თავდაპირველად ვიდეო გაავრცელა, აპრკურორმა უპასუხა, რომ “მისი გამოკითხვის აუცილებლობა არ იყო, შესაბამისად, არც გამოუკითხავთ“.

არაერთი მტკიცებულებაა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ანრი კვარაცხელიას ბრალეულობას ადასტურებს“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ანზორ კვარაცხელია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.