ომგამოვლილი ქალაქის სოლიდარობა ომში მყოფ ქვეყანას - აქცია გორში
გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს - ომგამოვლილი ქალაქი ომში მყოფ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და რუსულ სისასტიკეს გმობს.
ადგილზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, გაიშალა უკრაინის გიგანტური დროშა.
მნიშვნელოვანია, უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს. გორელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი და მნიშვნელოვანია, რომ აქედან გაიგოს უკრაინელმა ერმა, რომ ჩვენ მათ სოლიდარობას უცხადებთ. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და იქნება თავისუფალი"- ამბობენ მოქლააქეები.