თემურ ქათამაძის საქმე - აქციის ფონზე, სტუდენტები სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხვდებიან

24.02.25 18:11
თემურ ქათამაძის საქმე - აქციის ფონზე, სტუდენტები სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხვდებიან

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს, რომელიც 39-ე დღეა შიმშილობს, სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ. ისინი სახალხო დამცველის ოფისთან, საქართველოს დროშებით ხელში შეიკრიბნენ და ელოდებიან, რა გადაწყვეტილება მიიღებს ლევან ისოელიანი.

პარალელურად სტუდენტების ნაწილის შეხვედრა მიმდინარეობს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან.

მათი მთავარი მოთხოვნაა, უშუამდგომლოს და მხარი დაუჭიროს ომბუდსმენმა ქათამაძისათვის მოქალაქეობის მინიჭებას. ისინი ამბობენ, რომ ბათუმელი მედროშე ღირსეულია ადამიანია, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა ქართველებისთვის.

კომიკური სიტუაციაა, სახალხო დამცველს ჩვენგან პოლიცია იცავს, არადა აქ პასუხების მოსასმენად ვართ. შაბათს მოვინახულე თემურ ქათამაძე, მას აქვს სერიოზული კლება, 20 კილოზე მეტი აქვს დაკლებული. მისი დაკავება ორივეჯერ ჩემ თვალწინ მოხდა და ორივე შემთხვევაში იყო უკანონო. ასევე უკანონოა, რომ ხელისუფლება ხელს უშლის მას მოქალაქეობის მიღებაში. ეს არის პარტიოტი, ქართველი კაცი, რომელიც ეროვნული დროშის ტარების გამო დააკავეს, იმიტომ რომ ნერვებს უშლიდათ, საპროტესტო აქციების სიმბოლო კაცი, რომელიც არის მუჰაჯირების შთამომავალი და რომელიც ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.