დათო გორგილაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

24.02.25 18:59
დათო გორგილაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

ვახო გომელაურის უწყებამ მწერალი, დათო გორგილაძე 5 000 ლარით დააჯარიმა- ამის შესახებ, მან  სოციალურ ქსელში დაწერა.

მწერალს სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა. საბუთებიო. მივაწოდე. გადმობრძანდითო. გადავედი. ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხო არ გაქვთო. იარაღიო? მეთქი არცერთი.

ზედაპირულად დაგათვალიერებთო. დამათვალიერეს.

კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო. კაი-მეთქი.

წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად, 5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ", - წერს გორგილაძე.