სინდისის პატიმრები განსასჯელის სკამებზე - რეჟიმს შეკერილი საქმეები თავზე ენგრევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკერილი საქმეები თავზე ენგრევა. სასამართლოში მისულ მოწმე პოლიციელებს დაზეპირებული ჩვენების გამეორებაც კი უჭირთ. დეტექტივი გია გელაშვილი ამტკიცებს, რომ სამსახურში Facebook-ის სქროლვის დროს აღმოაჩინა კადრები, სადაც მათთვის უცნობი პიროვნება აქციაზე პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილს ესროდა, ამიტომ გამოძიება დაიწყეს, 2 ვიდეო ჩამოწერეს და დეტექტივის ტელეფონში შეინახეს. სავარაუდო ცრუ ჩვენების ავტორი პოლიციელი დაზეპირებული ტექსტის მიღმა კითხვებს ვერ პასუხობს, მაგალითად ვის გვერდზე ნახა ვიდეო, რომელმაც ისე დაშოკა, რომ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
პოლიციამ ფეისბუქში ატვირთულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ვიდეოს ავტორი არც უპოვია და არც გამოუკითხავს. პროკურატურას პირველი პირიდან ამ დრომდე არ გამოუთხოვია ვიდეომასალის სრული ვერსია. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
ანრი კვარაცხელიას საქმეში დღეს პროკურატურამ ახალი მტკიცებულება ჩადო. პროკურორი ამტკიცებს, რომ მათ მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს კვარაცხელია, რომელიც ანადგურებს იმ ტანსაცმელს, რომელიც საპროტესტო აქციაზე ეცვა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ეს სადავო მტკიცებულებაა, სადაც არ ჩანს ანზორ კვარაცხელიას სახე. ხმას, რომელიც ვიდეოში ისმის, ექსპერტიზა არ ჩატარებია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.