გადამწყვეტი საათების ათვლა დაიწყო - ხალხი ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანდება
გადამწყვეტი საათების ათვლა დაიწყო - ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვისთვის ბოლო სამზადისია. რამდენიმე საათში ქართველი ხალხი საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს დაწერს. ოკუპაციის დღეს, ერთი საუკუნის შემდეგაც, ქართველები ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ ერთიანდებიან. 25 თებერვალი ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვის დღეა. 4 საათიდან დასაქმებულები და დამსაქმებლებიც სამუშაო სივრცეებს დაკეტავენ და ქუჩაში გამოვლენ.
არა რუსულ ოკუპაციას! არა რუსულ რეჟიმს -ეს საქართველოს მოქალაქეების სათქმელია. იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად უკვე დიდი ხანია ქვეყნის გარუსებას ეწინააღმდეგებიან, ებრძვიან ოლიგარქს, რომელიც რუსული მეთოდებით მართავს საქართველოს, ხალხი კი ევროპული მომავლის დაცვის სადარაჯოზე დგას. 6 საათიდან ექვსი მარში გმირთა მემორიალთან გაერთიანდება. ხალხთან ერთად იდგება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტიც.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.