რეპრესიები საბჭოთა სტილში - რეჟიმის სამიზნე სპორტული კომენტატორი და გაყალბებული არჩევნების დამკვირვებელი გახდა

სპორტული კომენტატორი და გაყალბებული არჩევნების დამკვირვებელი რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო. მსახიობების, სპორტსმენების, სტუდენტების დატერორების შემდეგ, საგამოძიებო სამსახური სახლში სანდრო ცნობილაძესაც მიადგა. არ აძლევდნენ არავისთან დარეკვის და კარის გახსნის შესაძლებლობას. არ ითვალისწინებდნენ არც იმას, რომ ბინაში 81 წლის ქალი იმყოფებოდა და არ ესმოდა, რატომ შეცვივდნენ მათ სახლში ფორმიანი პირები.
სპორტული კომენტატორის სახლში ეძებდნენ ჩატში მიმოწერებს. კაციტაძის უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკა დაზარალებული ქალის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თითქოს, ცნობილაძემ ინტიმური შინაარსის ვიდეოები უკანონოდ მოიპოვა.
სკანდალის შემდეგ საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა ქალის დაკითხვის ოქმი, რომელიც რვა თვის წინანდელია. აქ წერია, რომ ქალი მისი სურვილით ფეისბუქ მომხმარებელს უგზავნიდა მისი ინტიმური შინაარსის ფოტოებს 2 წლის განმავლობაში. ეგონა, რომ კაცი ვისაც შიშველ მასალებს აწვდიდა, მისი ყოფილი პარტნიორი ორი.
ჩნდება კითხვა, თუ ორი წლის განმავლობაში ქალბატონი მის ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა პირს, რომელიც სხვა ეგონა, ორი წლის განმავლობაში როგორ ვერ მიხვდა, რომ ფოტოებს შეცდომით სხვას უგზავნიდა.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.