უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

24.02.25 19:38
უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და მხარდამჭერი შინაარსის ბანერები.

აქციას შეუერთდნენ საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც.

სამი წელი გავიდა ზუსტად, რაც რაშისტები, სრულ მასშტაბიანად შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და მათ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დაემუქრა ეს დიდი ბოროტების მანქანა. დღეს აქ სოლიდარობისთვის და იმ თანაგრძნობისთვის შევიკრიბეთ, რომელიც უკრაინელ ხალხს სჭირდება, ჩვენს ყველაზე ახლო მეგობარ ერს, რომელიც, უკვე 3 წელიწადია, თავისუფლებისთვის იბრძვის. ამისთვის ბევრი სიცოცხლე იკარგება, სისხლი იღვრება, მაგრამ, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, სამშობლოსთვის და მიწისთვის, იქ მტერი ვერ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას შეუერთდებიან