უამინდობა ბათუმში-საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს

24.02.25 19:46
უამინდობა ბათუმში-საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს

უამინდობის გამო, ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმის ავტოტრანსპორტის" ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინტენსიურ თოვას, შეზღუდულ ხილვადობას და გზებზე წარმოქმნილ ლიპყინულს უკავშირდება.

ინტენსიური თოვის, შეზღუდული ხილვადობისა და გზებზე წარმოქმნილი ლიპყინულის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით აჩერებს გადაადგილებას ყველა მიმართულებით", - წერია განცხადებაში.