გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაშია დაბარებული

24.02.25 20:08
გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაშია დაბარებული

გიორგი ბაჩიაშვილი ხვალ, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს პროკურატურაშია დაბარებული. საქმე ეხება თანაინვესტირების ფონდის კიდევ ერთ პროექტს, "მტკვარი ჰესს". "პირველების" ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს, სავარაუდოდ, პროკურატურა ახალ ბრალს წაუყენებს.

ჯერჯერობით უცნობია, სახელმშიწო ბრალდება მოითხოვს თუ არა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ან პატიმრობის გამოყენებას. ბაჩიაშვილი ივანიშვილთან მიმდინარე დავის საქმეზე ამ დროისთვის გირაოს ქვეშ იმყოფება.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.