"დიდება უკრაინას" - მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ მიემართებიან

24.02.25 21:08
"დიდება უკრაინას" - მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ მიემართებიან

უკრაინელებისადმი სოლიდარობის აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც გაიმართა - "პირველი არხის" ტერიტორია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა, ისევ ხალხით იყო სავსე.

მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ და პარლამენტისკენ მიემართებიან.

მანამდე კი, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავზე, მოქალაქეებმა "პირველი არხის" ტერიტორიაზე უკრაინის დროშები და ამავე ფერებში ფურცლები მიიტანეს. ფურცლებზე დატანილი იყო შემდეგი გზავნილები - "გამარჯვება უკრაინას, დიდება უკრაინას, გავიმარჯვებთ სახელოვნად".