რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
უწყვეტი პროტესტის 89-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფ მოქალაქეებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან და უკრაინის საელჩოსთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.