"ოცნება" რუსეთის ინტერესების გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლებაა - სამადაშვილი

24.02.25 23:17
"ოცნება" რუსეთის ინტერესების გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლებაა - სამადაშვილი

"ქართული ოცნება" არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი სურვილია, რომ საქართველო ევროპის ორბიტიდან გაქრეს, თუმცა მისივე განმარტებით, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დამსახურებით, ქვეყანა აქტიურად რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში.

ჩვენ გვაქვს საქმე ხელისუფლებასთან, რომელიც არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესებს და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ეს არამხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლებაა, არამედ ეს არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი არალეგიტიმური ხელისუფლება...

ივანიშვილის ამოცანა, რომ საქართველო საერთოდ გაქრეს ევროპული დღის წესრიგიდან, არ რეალიზდება. მისი ამოცანა არის, რომ საერთოდ საქართველოზე მსჯელობა არსად აღარ იყოს და უბრალოდ დაივიწყოს ევროპამ, რომ ეს ქვეყანა არსებობს და შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის წარუმატებელი, დაიბანოს ხელი ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე. იმ ხალხის დამსახურებაა, რომ საქართველო არ ჩამოდის ევროპის დღის წესრიგიდან, ვინც ამ რეჟიმს უპირისპირდება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.