"ერთადერთი დანაშაული, რაც რუსეთისა და ივანიშვილის სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ქვეყნის სიყვარულია" - ანდღულაძე

25.02.25 00:07
"ერთადერთი დანაშაული, რაც რუსეთისა და ივანიშვილის სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, ქვეყნის სიყვარულია" - ანდღულაძე

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მოქალაქეები ოთხ კედელში სამშობლოს სიყვარულისთვის გამოკეტა. 

მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, არ იმსახურებს. 

ახლა არის მდგომარეობა, რომ ყველანი ვართ ამ პროცესის მონაწილე. ის, რასაც დღეს ივანიშვილი და მისი ხალხი აკეთებს, ამას საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს. დღეს ციხეში იმიტომ არიან, რომ სამშობლო უყვართ. ერთადერთი დანაშაული, რაც რუსეთისა და ივანიშვილის სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არის სამშობლოს სიყვარული. საქართველოს მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლებას არ იმსახურებს." - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ. 

ცნობისთვის, ერთპარტიულმა პარლამენტმა "სამშობლოს ღალატის შესახებ" კანონპროექტი დააინიციირა - კანონპროეტის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ქმედებები:

  • ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
  • სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
  • ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
  • საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.