"სამუშაოები, რომელსაც მერია ატარებს, ფასადურია" - ბათუმში ქუჩები პარალიზებულია
დიდთოვლობა ბათუმში - ძლიერმა სტიქიამ ქუჩების პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივები მუნიციპალურ მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში გადაადგილება ჭირს.
მეტიც, როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, ადგილზე პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ტექნიკა არ გამოჩენილა, არადა მისივე ცნობით, ყოველწამიერად ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება.
ბათუმში შუადღის 12 საათიდან აღარ დადის ტრანსპორტი არცერთი მიმართულებით. ფაქტობრივად, ქალაქში წარმოუდგენელია გადაადგილება. ძირითად მოძრაობენ მანქანები, რომლებსაც შესაბამისი გამავლობა არ აქვს და სამწუხაროდ, სამუშაოების ხარისხი არის ძალიან დაბალი იმ ფონზე, რა ნალექიც ბათუმში არის. სამწუხაროდ, არანაირი შესაბამისი ტექნიკა ჩვენ დღეს ქალაქში არ გვინახავს... გაჩერებულია სასწავლო პროცესი", - ამბობს ვაჟა დარჩია.