"ბიზნესმა უნდა დაიწყოს ხმის ამოღება" - ჩუგოშვილი

25.02.25 00:42
"ბიზნესმა უნდა დაიწყოს ხმის ამოღება" - ჩუგოშვილი

პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი "ტვ პირველის" ეთერიდან მსხვილ ბიზნესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ხმის ამოღებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. 

"ბიზნესისა და დასაქმებულების ხმა უნდა ისმოდეს" - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში ბიზნესი გვერდით არ უნდა გადგეს, რადგან მისივე განმარტებით, პოლიტიკური კრიზისი ამ სფეროზეც უარყოფითად აისახება. 

ბიზნესმა უნდა დაიწყოს ხმის ამოღება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხმა აქტიურად გვესმის. დიდი ბიზნესის თანამშრომლებიც აქტიურად შეუერთდნენ წინა გაფიცვასაც და იმედი მაქვს, რომ შეუერთდებიან ხვალინდელ გაფიცვასაც. ბიზნესის ხმა უნდა ისმოდეს. დასაქმებულების ხმა უნდა ისმოდეს. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქვეყნის ბედზე არის საუბარი. ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ბიზნესი გვერდზე უნდა გადგეს და დაელოდოს, როდის დალაგდება პოლიტიკური სიტუაცია. ეს აუცილებლად აისახება ბიზნესზე". - განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.