ფარავანის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

25.02.25 10:02
ფარავანის უღელტეხილზე  ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა)  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.