სახლში ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს - ნიკა ნარსია უკვე მეთერთმეტედ დააჯარიმეს

25.02.25 10:13
სახლში ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს - ნიკა ნარსია უკვე მეთერთმეტედ დააჯარიმეს

ნიკა ნარსია უკვე მეთერთმეტედ დააჯარიმეს - სამოქალაქო აქტივისტს გომელაურის უწყების თანამშრომლებმა დღეს დილით სახლში ორი 5 000 ლარიანი ქვითარი მიუტანეს.

მას რეჟიმი გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

"დილის "გამამხნევებელი"  ალყა 
აი დილით რომ იღვიძებ ქართველი,
მუშაობ პოლიციაში, შენი ხელფასი რომ ითვლება ქვეყანაში საშუალოზე მაღალი, ანუ 1500 ლარი და 10 000 ლარის ჯარიმა რომ მიგაქვს ოჯახში, ხომ ხარ ტერორისტი, კანიბალი ჩეკისტი? 
თან ამას რომ იღებ და უგზავნი უმფროსს, ის მის უმფროსს და ის მთლად იმას,ფუf
მე-11-ე საქმეა ანუ 55 000 ლარი უნდათ  ბიძინა ყოველდღე გეტკინა ყველაფერი სანამ მე შენ ეს არ გადაგიხადო 
დღეს რუსთაველზე
 სამშობლოსათვის 
25 თებერვალი მაინც განსაკუთრებულად "აღნიშნეს" ამ რუსებმა, ალბათ ასე "სანდომიანი" სახით ხვრეტდნენ 1921 წელს სამშობლოს სიყვარულისთვის 
გავიმარჯვებთ სახელოვნად " წერს ნარსია და ვიდეოს აქვეყნებს.