ოკუპაციის დღეს ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ - დღეს საქართველო იფიცება
ოკუპაციის დღეს ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ - საყოველთაო გაფიცვამდე რამდენიმე საათი რჩება. ზუსტად 16:00 საათზე ახალი არჩვნების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ საქართველო იფიცება.
საყოველთაო პროტესტს უერთებიან საჯარო უწყებები და კერძო სექტორი, იფიცეებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. ზუსტად 18:00 საათზე კი ოკუპაციის წინააღმდეგ ექვსი მსველელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება. საპროტესტო მარშების მონაწილეები კი საბოლოოდ, გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.
ეს არის დღე, რომელიც გვაფრთხილებს, რომ იგივე არ უნდა განმეორდეს საქართველოში, რაც მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. ამიტომაც მარშები, რომელტაც ჰქვიათ სახელები, ატარებენ იმ გმირების სახელებს, რომლებიც არიან სიმბოლოები რუსეთთან წინააღმდეგობის. ეს არის მარო მაყაშვილი, ვალიკო ჯუღელი, ვალოდია გოგუაძე, იუნკერები, გენერალი მაზნიაშვილი და ამიტომ ცხადია, რომ ამ მარსებთან შეერთებით, ერთის მხრივ, ეს არის სიმბოლური დღე და მეორეს მხრივ ეს გაფიცვის შინაარსაც ატარებს და ბუნებრივია, ჩვენს ძველ, წარსულის გმირებთან ერთად ვეხმიანებით იმ გმირებს, რომლებიც ახლა არიან სინდისის პატიმრები, ივანიშვილის ციხეში სხედან და ბუნებრივია, ჩვენი გზავნილი გულისხმობს ისტორიასტან დიალოგსაც და მომავლისთვის ბრძოლასაც, - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.
მარშების განრიგი:
- 17:00 - ისრაფილ-ბეკ იადიგაროვის მარში გეგეშიძის პარკიდან
- 17:45 - მარო მაყაშვილის სახელობის მარში ვაკის პარკიდან
- 17:30 - იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან
- 17:30 - გენერალ მაზნიაშვილის სახელობის მარში ავლაბრის მეტროდან
- 18:00 - ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში მარჯანიშვილის მოედნიდან
- 18:00 - მარში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან
- 18:00 - ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში სადგურის მოედნიდან
- 18:40 - გოგი ალექსი- მესხიშვილის სახელობის მარში სპორტის სასახლიდან
- 19:00 - მარშების შეერთების ადგილი: გმირთა მოედანი
- 20:00 - აქცია: დუმდა სიონი და დუმდა ხალხი! პარლამენტთან
- 21:00 - მხატვართა პროტესტი/პერფორმანსი პარლამენტთან
- 21:00 - საჯარო ლექცია: 25 თებერვალი ილიას და აკაკის ძეგლთან
რეგიონები:
- ახმეტა
- 17:00 - აქცია: 1921 აღარ იქნება! - მერია
- გორი
- 17:00 - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! - საკრებულოს წინ
- ახალციხე
- 18:00 - დუმდა სიონი, არ დუმდა ხალხი! - შოთა რუსთაველის ძეგლთან
- ბათუმი
- 18:00 - იუნკრების საფლავთან
- 19:00 - სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
- ზუგდიდი
- 18:00 - ბრძოლა გამარჯვებამდე - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
- თელავი
- 18:00 - უწყვეტი პროტესტი თელავში -მერიის წინ
- ქუთაისი
- 18:00 - მიტროპოლიტი ნაზარის მარში - 26 მაისის #5
- 19:00 - კი ევროპას, არა რუსეთს! მერიის წინ
- ჩხოროწყუ
- 20:00 - გაბედე პროტესტი ყოველდღე! - მერიის წინ