თეთრ სახლში ტრამპის და მაკრონის შეხვედრა შედგა - განხილვის თემა უკრაინა იყო
თეთრი სახლში ამერიკის და საფრთანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულებულია. ოვალურ კაბინეტში, დახურულ კარს მიღმა, პრეზიდენტების განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასრულება იყო.
„მშვიდობის აღდგენის დროა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“ - განცხადა ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა. ემანუელ მაკრონის განცხადებით კი, მშვიდობა "არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის დათმობას ან ცეცხლის შეწყვეტას გარანტიების გარეშე". მან აღნიშნა, რომ ევროპას არ სურს სუსტი შეთანხმება. ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, მისი თქმით, უნდა იყოს „შეფასებული, გადამოწმებული და დადასტურებული“.