ქუჩაში გამოვდივართ იმიტომ, რომ 25 თებერვალი აღარასდროს განმეორდეს საქართველოში - რატი ამაღლობელი
რატი ამაღლობელი დღეს, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საპროტესტო მარშების მნიშვნელობაზე საუბრობს. პოეტი ამბობს, რომ ქვეყანა დღესაც იგივე საფრთხის წინაშეა, რაც 1921 წლის 25 თებერვალს, რადგან რეჟიმი დღესაც თავისუფალ საზოგადოებას ებრძვის და 49 სინდისის პატიმარი ციხეში ჰყავს გამოკეტილი. მისი თქმით, დღეს ქართველი ხალხი ქუჩაში გადის იმისთვის, რომ 25 თებერვალი ქვეყანაში აღარასდროს განმეორდეს.
25 თებერვლის მერე ყველაზე დიდი უბედურება დაატყდა საქართველოს, მის საზოგადოებას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას, ეკონომიკას. არ დარჩენილა ჩვენი სოციალური ცხოვრების სფერო, სადაც 25 თებერვალმა და საქართველოს გასაბჭოებამ არ გაანადგურა ყველაფერი ნამდვილი ქართული და ამავდროულად ცივილიზაცია. ჩვენ უკვე ვხედავთ იმას, როგორ ებრძვის რეჟიმის საზოგადოებას, ადამიანებს, მოხუცებს, ქალებს, ახალგაზრდებს, როგორ ჰყავს დაპატიმრებული 49 სინდისის პატიმარი. გამოვდივართ იმიტომ, რომ 25 თებერვალი აღარასდროს განმეორდეს საქართველოში, - ამბობს რატი ამაღლობელი.
ოკუპაციის დღეს ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ - საყოველთაო გაფიცვამდე რამდენიმე საათი რჩება. ზუსტად 16:00 საათზე ახსლი არჩვნების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და ქვყენის გარუსების წინააღმდეგ საქართველო იფიცება.
საყოველთაო პროტესტს უერთებიან საჯარო უწყებები და კერძო სექტორი, იფიცეებიან დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. ზუსტად 18:00 საათზე კი ოკუპაციის წინააღმდეგ ექვსი მსველელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება. საპოტეტსო მარშების მოანაწილეები კი საბოლოოდ გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან. დღეს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.