რატომ არ შეიყვანეს დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა სტიქიის ეპიცენტრში - კობახიძე კითხვას გაექცა

25.02.25 13:22
რატომ არ შეიყვანეს დამატებითი ძალები და სპეცტექნიკა სტიქიის ეპიცენტრში - კობახიძე კითხვას გაექცა

რატომ არ შეიყვანეს დამატებითი ძალები და სპეტექნიკა სტიქიის ეპიცენტრში - "პირველების" შეკითხვას არალეგიტიმური პრემიერი გაექცა. 

გურიაში სტიქიაა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და უთავდებათ საკვების მარაგიც. 

დიდთოვლობის გამო დაინგრა სახლებიც, დაიმტვრა სახურავები. ცნობილია, რომ გურიაში სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის თქმით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა.