სტიქიის ზონაში ჯარი შეჰყავთ
საზოგედოების მწვავე პროტესტის შემდეგ, "ქართულ ოცნებას" სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალები შეჰყავს - შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები უახლოეს საათებში ჩაერთვებიან.
„უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
სტიქიამ გურიაში პრობლემები შექმნა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.