ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

25.02.25 14:31
ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაყინული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, გაყინული, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაცია ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა "პირველებს" ოფიციალურად დაუდასტურა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

თავდაპირველად ინფორმაცია "აჭარათაიმსმა" გაავრცელა. 

ასევე, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა. (guriismoambe.com- ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი სავარუდოდ დიაბეტი გახდა)

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, სოფელ კონჭკათში - 60 წლის კაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც მეზობელთან დასახმარებლად შევიდა, სახლი ჩამოინგრა და ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. 

  • დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა გურიასა და აჭარაში. 

გურიაში გზების გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. 

ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.