ჩარჩენილი ვარ სოფელ აცანაში, თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა! - მოქალაქე დახმარებას ითხოვს

25.02.25 15:30
ჩარჩენილი ვარ სოფელ აცანაში, თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა! - მოქალაქე დახმარებას ითხოვს

სოფელ აცანაში მცხოვრები მოქალაქე დახმარებას ითხოვს. კესო მახარაძე ჯგუფ "დაიტოვეში" წერს, რომ დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, ეზოში თოვლი ორი მეტრის სიმაღლეს აღწევს და რსებობს საფრთხე, რომ უნიკალური სენობა ნაგებობა დაუზიანდეს. 

ქალი დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს. 

მეგობრებო, ვარ ჩარჩენილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში, საკუთარ სახლში. თოვლის საფარმა ჩემს ეზოში ორ მეტრს გადააჭარბა. ფაქტობრივად, ჩემზე მაღალი თოვლი დევს.

ძალიან ვნერვიულობ ტაბერნეს ორასწლიან "ქუხნაზე". მეშინია არ დამენგრეს. შეუძლებელია ჩემგან მაგის დათოვლა. 

იქნებ მომეხმაროთ ვინმემ, იქნებ მომეშველოთ, სხვაზე არაფერზე შეგაწუხებთ. არ დამენგრეს ეს უნიკალური ნაგებობა. მომაშველეთ ვინმემ"-, წერს კესო მახარაძე.