ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიულო სახურავი აქვს! ველაპარაკე გამგებელს, ფეხებზე დამიკიდა! - მაია კაჭკაჭიშვილი შველას ითხოვს

25.02.25 15:38
ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიულო სახურავი აქვს! ველაპარაკე გამგებელს, ფეხებზე დამიკიდა! - მაია კაჭკაჭიშვილი შველას ითხოვს

ცნობილი კომპოზიტორი მაია კაჭკაშშვილი დახმარებას ითხოვს - მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტიქიის ზონაში, მისი შშმ ბიძა დიდთოვლობის გამოა სახლში ჩაკეტილი და გარეთაც ვერ გადის.

მისი განმარტებით, სახლის სახურავი თოვლის სიმძიმის გამო შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ხელოვანი აღნიშნავს, რომ დახმარებისთვის გამგებელსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. 

მიშველეთ !!! ბიძაჩემი არის სახლში ჩაკეტილი, რომელსაც ავარიულო სახურავი აქვს იმხელა თოვლი ადევს, რომ ყოველ წუთს შეიძლება, ჩამოინგრეს ფეხი არ აქვს და ეზოშიც დიდი თოვლია ვერ გადის !! მეზობლები ვერ ეხმარებიან !!!აქედან ვერ ჩავდივართ გადაკეტილია გზა!! ველაპარაკე გამგებელს და ფეხებზე დამიკიდა …. ბათუმის მერიაშიც ვთხოვე მაგრამ რეაგირება არ მოხდა !! რა გავაკეთო დამეხმარეთ !!! 
ოზურგეთის რაიონი სოფელი ფამფალეთი თიხნარას დასახლება
კაკო ინწკირველი !!!!!!!!
ასე ბედის ანაბარა ადამიანების დატოვება რომელ ქვეყანაშია კიდევ???, - წერს მოქალაქე.