"კარებს ვეცი და ვერ გავაღე, ფანჯრიდან გადმოვედი" - რას ყვება 60 წლის ქალი, რომელსაც სახლი თოვლმა ჩამოუნგრია

25.02.25 16:03
"კარებს ვეცი და ვერ გავაღე, ფანჯრიდან გადმოვედი" - რას ყვება 60 წლის ქალი, რომელსაც სახლი თოვლმა ჩამოუნგრია

სტიქიის ეპიცენტრში მცხოვრებლები "პირველებს" იმ უმძიმეს რეალობას უყვებიან, რომლშიც მეხუთე დღეა ცხოვრება უწევთ. ირკვევა, რომ სიკვდილს სასწაულით გადაურჩა 60 წლის ქალი, რომლის სახლიც თოვლმა ჩამოანგრია და შენობის დატოვება ფანჯრიდან მოხერხა. მას ჭერი ღამის 04:00 საათზე, იმ დროს ჩამოენგრა, როცა ეძინა. მისი თქმით, სწორედ ნგრევის ხმამ გააღვიძა, რის შემდეგაც მეზობელთან გადავსლა მოუწია.

იმხელა ტკაცა-ტკუცი გავიგონე, წამოვხტი შეშინებული, როგორც ვიწექი ლოგინში, ისევე წამოვხტი. კარებს ვეცი და ვერ გავაღე, ისე იყო ჩაკეტილი, ჩაჭედილი და ფანჯრიდან გადმოვხტი და კიდეც ჩამოვარდა გვერდი, ჩამოიფშვნა. ღამის ორი საათიდან 9 საათი იყო 200 მეტრში ჩემი გოგო ცხოვრობს, იქამე მივედი სულ ხოხვა-ხოხვით, ხელებით ვწმენდდი გზას. ასე უპატრონოდ როდემდე უნდა ვიყოთ? , - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკვების მარაგებიც უთავდებათ და მაღაზიამდე ან მეზობლამდე მისვლაც კი უჭირთ.