ჯუმათში სახლი ჩამოინგრა, მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვი - "მოხალისეები გურიისთვის"

25.02.25 15:51
ჯუმათში სახლი ჩამოინგრა, მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვი - "მოხალისეები გურიისთვის"

გავრცელებული ინფორმაციით, გურიის სოფელ ჯუმათში დიდთოვლობის გამო სახლი ჩამოინგრა. როგორც "მოხალისეები გურიისთვის" ფბ ჯგუფში წერენ, ნგრევაში მოყოლილია მცირეწლოვანი ბავშვი, ტექნიკა კი ასვლას ვერ ახერხებს. 

ჯუმათში სახლია ჩანგრეული და მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილიო, ტექნიკა ვერ ადის. ადგილი სამწუხაროდ არ ვიცი.. მამუკა ჩხარტიშვილია ოჯახის წევრი. იქნებ ვინმემ იცოდეთ მდებარეობა. ცოცხალი ძალაა საჭირო გზა რომ გაიწმინდოს", - წერენ "მოხალისეები გურიისთვის" ჯგუფში. 

განახლება: მოქალაქე ლანა ლომიძე რომელიც, ნანგრევებში ბავშვის სავარაუდო მოყოლის შესახებ წერდა, ჩასწორებულ, სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ბავშვიც და სხვა ოჯახის წევრებიც უსაფრთოდ არიან.

  • დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.  ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.