გაზის გადასაკეტად შეტრიალდა სახლში და ნანგრევებში მოყვა - სტიქიის ზონაში მცხოვრები ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს

25.02.25 16:23
გაზის გადასაკეტად შეტრიალდა სახლში და ნანგრევებში მოყვა - სტიქიის ზონაში მცხოვრები ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს

სტიქიის ზონაში მცხოვრები იმ ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს, რომელსაც ადგილობრივი შეეწირა. ქალი ყვება, რომ დიდთოვლობის გამო დედამისის სახლში მეზობელი კაცი მოსაკითხად მივიდა, ქალი გამოიყვანა, თუმცა როდესაც შიგნით გაზის გასათიშად შებრუნდა, სახლი ჩამოინგრა. მისი თქმით, მეზობელი ნანგრევებში მოჰყვა, მისი ამოყვანა გარკვეული დროის შემდეგ მეზობლებმა შიშველი ხელებით მოახერხეს.

დედაჩემი იყო სახლში იმ წუთას. მეზობლები მივიდნენ, უბრალოდ, ამბის საკითხავად, რომ გაეგოთ, იმიტომ, რომ მარტო დედაჩემი იყო ქალი ოჯახში და რომ მივიდა, რაღაცის ხმა გაუგიათ, დედაჩემი გამოაგდეს გარეთ და ეს კაცი მიატრიალდა, გაზს გადავკეტავო. დედაჩემი გადაარჩინეს და ეს კაცი მოყვა ნანგრევებში. ჩემი სახლი სულ განადგურებულია, კვალი არ არის არაფერი, მასველებიც ვერ ადიოდნენ. მერე ისევ მეზობლებმა შიშველი ხელებით ამოიყვანეს ცხედარი. სანამ გზა არ იქნება, ვერ გაასვენებენ. მიცვალებული ისევ ტახტზე ჰყავთ. ყველგან დარეკილია. გვეუბნებიან, რომ ტრაქტორი არ ჰყავთ, - ამბობს ადგილობრივი.