"მოკითხვა ბატონ ბიძინას" - გურულები სტიქიის ეპიცენტრიდან
გურიაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, გურულები იუმორს არ კარგავენ. ოზურგეთის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილს მოკითხვას უთვლიან და საკუთარი ხელებით, ბარებით და დამხმარე საშუალებებით ცდილობენ გზის გაკვალვას.
ყველაფერი მიდის წინ, ყველაფრის კმაყოფილი ვართ. კისრამდე გვაქვს ყველაფერი, თოვლიც. ფულიდან დაწყებული, ყველაფერი კისრამდე გვაქვს. დიდი მოკითხვა ბატონ ბიძინას". - ამბობს ადგილობრივი.
გუდაურში ვერ მივდივართ, აგერაა ყველაფერი", - ამბობს ოზურგეთის მკვიდრი.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. გურიაში თავდაცვის ძალებს ელოდებიან.