"ეს ქვეყანა ჩვენია, ვირჩევთ ევროპას" - საქართველოში ბიზნესი გაიფიცა

25.02.25 17:03
"ეს ქვეყანა ჩვენია, ვირჩევთ ევროპას" - საქართველოში ბიზნესი გაიფიცა

საქართველოში ბიზნესი გაიფიცა - ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ერთიანდება. ახალი არჩევნების და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, გაიფიცნენ სარესტორნო ქსელ მაკდონალდის თანამშრომლები, გაფიცვაა სავაჭო მოლებშიც.

"ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ვირჩევთ ევროპას და ამიტომაც ვდგავართ დღეს აქ... საქართველო არის ჩვენი" - ამბობს მაკდონალდის თანამშრომელი. 

ასევე გაფიცულია კვების კიდევ ერთი კვების ობიექტი. "ნინიას ბაღის" თანამშრომლები ამ წუთებში, ქუჩაში დგანან. 

"ოცნებას" აღარ ვუსმენთ, რადგან აზრი აღარ აქვს. ახლა არის დრო, რომ ყველა გამოფხიზლდეს და ყველა გამოვიდეს გარეთ. რაც მეტი ადამიანი გამოვა, მით უფრო  ჩქარა დასრულდება ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში ხდება. ახლა საუაბრი არის ქვეყნის გადარჩენაზე.", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი. 

ოკუპაციის დღეს ისევ ოკუპაციის წინააღმდეგ - საყოველთაო გაფიცვა საქართველოში 16:00 საატზე დაიწყო. ზუსტად 18:00 საათზე კი ოკუპაციის წინააღმდეგ ექვსი მსველელობა ექვსი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება. საპროტესტო მარშების მონაწილეები  კი საბოლოოდ, გმირთა მოედანზე შეიკრიბებიან.