"გამგებელმა გვითხრა, დახმარება არ შემიძლია, საკუთარ თავებს თვითონვე მიხედეთო" - დიდთოვლობა გურიაში
დიდთოვლობა გურიაში - ჩოხატაურის სოფელ გოგოლესუბნის მოსახლეობა "პირველებთან" ამბობენ, რომ სოფლის გამგებელმა, დავით სიხარულიძემ მათ უთხრა, რომ ვერ დაეხმარებოდა და ურჩია გამკლავებოდნენ სტიქიის შედეგებს.
გამგებელს ვთხოვე დახმარება. დავით სიხარულიძის პასუხი იყო, დახმარება არ შემიძლია, თქვენ მიმართეთ ზომებს. კი ბატონო, მაქვს საშუალება მივმართო ვინმეს და გადავხიადო ფული, თუმცა ვისაც არ აქვს, იმან რა ქნას", - ამბობს ადგილობრივი.
დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე თავდაცვის ძალებს ელოდებიან.