სტიქიის ეპიცენტრში სასურსათო მარაგი იწურება - დახლები ცარიელია

25.02.25 18:02
სტიქიის ეპიცენტრში სასურსათო მარაგი იწურება - დახლები ცარიელია

სტიქიის ეპიცენტრში სასურსათო მარაგი იწურება - ოზურგეთის მაღაზიებში დახლები ცარიელია.

უფრო მძიმე ვითარებაა გურიის მთიან სოფლებში. ხალხი ამბობს, რომ მალე პურის გარეშე დარცებიან, რადგან ფქვილი უთავდება, ადგილზე ასვლას კი ვერც ტრანსპორტი ახერხებს, ვერც სპეც-ტექნიკა. ხალხი შველას ითხოვს. 

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. მოსახლეობა სტიქიის პირისპირ მარტოა დარჩენილი და შიშველი ხელებით იბრძვიან. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.  ადგილზე ვერ მიდის სპეც-ტექნიკა, მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.