რეჟიმმა ხალხი სტიქიის პირისპირ დატოვა - უამინდობა ქვეყანაში, რომელმაც სისტემა კიდევ ერთხელ გააშიშვლა

25.02.25 20:53
რეჟიმმა ხალხი სტიქიის პირისპირ დატოვა - უამინდობა ქვეყანაში, რომელმაც სისტემა კიდევ ერთხელ გააშიშვლა

ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი კამერების თანდასწრებით, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა უმოქმედოების გამო ივანიშვილის პრემიერი და მინისტრები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. დასავლეთ საქართველოში ათასობით ადამიანის გარესამყაროს არის მოწყვეტილი, თოვლში ჩაფლულ სოფლებში ადამიანები დახმარებას ვერ იღებენ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, სახელმწიფო მოქალაქეების დახმარების ნაცვლად რესურს რეპრესიებზე ხარჯავს.

მხოლოდ პრეზიდენტის ამ კრიტიკის შემდეგ გამოსცა ირაკლი კობახიძემ ბრძანება, სტიქიური უბედების ზონაში ჯარი შეეყვანა. არადა, ორი დღეა სტიქიას გურიაში ნგრევა მოყვა, ათობით ოაჯხი ღია ცის ქვეშ დარჩა, ხალხი კი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, როდესაც დილით კობახიძემ ამ თემაზე საუბარიც კი არ ისურვა. 

ოლიგარქის რეჟიმმა წინასწარ იცოდა უხვი ნალექის შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტო საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შესაბამის უწყებებს ყოველკვირეულად უგზავნის ამინდის პროგნოზს. სტიქიის საფრთხე რომ არსებობდა და ამის შესახებ იცოდნენ, მოწმობს 112-ის მიერ გაგზავნილი სპეციალური შეტყობინებებიც. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სტიქიასთან ბრძოლაში უმოქმედო აღმოჩნდა - არც ტექნიკა და არც ცოცხალი ძალა მობილიზებული არ ყოფილა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.