დასავლეთ საქართველოში, გზის გაწმენდით სამუშაოებში დასახმარებლად, “თეგეტა ჰოლდინგი“ მძიმე ტექნიკას აგზავნის
დასავლეთ საქართველოში, გზის გაწმენდით სამუშაოებში დასახმარებლად “თეგეტა ჰოლდინგი“ მძიმე ტექნიკას აგზავნის.
კომპანიის ინფორმაციით, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეუკვეთეს მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცემენ.
უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის.
ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.
გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ.
იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NS