ივანიშვილის მორიგი შტურმი ბაჩიაშვილზე - თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალი წაუყენეს

25.02.25 21:04
ივანიშვილის მორიგი შტურმი ბაჩიაშვილზე - თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ახალი ბრალი წაუყენეს

ახალი ბრალი გიორგი ბაჩიაშვილს. 50 ათასი გირაო, პასპორტების ჩამორთმევა და საზღვრის გადაკვეთის უფლების ჩამორთმევა - ამ შუამდგომლობით შევიდა პროკურატურა სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ოლიგარქს ბიტკოინების საქმე ჩამოეშალა, ივანიშვილმა მორიგი შტურმი დაიწყო. ბაჩიაშვილი სასწრაფო წესით პროკურატურაში ახალ საქმეზე დაიბარეს და ბრალიც წაუყენეს. ოლიგარქმა ამჯერად მტკვარი ჰესის საქმე გააცოცხლა და ფონდის ყოფილ შეფს სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.