არა ოკუპაციას! არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს! - საყოველთაო პროტესტის წინა ხაზზე დგანან ხელოვანებიც
ფიცის დადების შემდეგ გმირთა მოედნიდან მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა. მოქალაქეების ნაწილი უკვე სანაპიროზეა. მათ გიგანტური ბანერი აქვთ გაშლილი, რომელსაც "თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" აწერია.
საყოველთაო პროტესტის წინა ხაზზე დგანან ხელოვანები. ადამიანები,ვინც ბოლო პერიოდში საქართველოს მომავლისთვის წარმოუდგენელი ბრძოლა აჩვენეს.
რუსეთის არმიის შემოსვლა თავისუფლების მოედანზე, ეს ფოტოკოლაჟი და ეს წარწერები, რომლითაც ქართული კულტურა და ლიტერატურა მასინ გამოეხმაურა ოკუპაციას. სწორედ ამის არგანმეორებისთვის 21 საუკუნეში, რომელსაც გვიპირებს ივანიშვილის რუსული რეჟიმი, სწორედ ამის გასაპროტესტებლად, ამისგან საქართველოს დასაცავად ვართ გამოსული უკვე თითქმის 3 თვეა და დღეს განსაკუთრებულად სიმბოლურია ჩვენი აქ ყოფნა და ამ დღის გაპროტესტება, რომ დიახ, არა ოკუპაციას!, - ამბობს რეჟისორი გიორგი სავანელი.
მსახიობი ბაჩო ქაჯაია ამბობს, რომ ქვეყანა დღესაც იგივე საფრთხის წინაშე დგას, რაც 1921 წლის 25 თებერვალს. ხელოვანის თქმით, რაც მეტად გამოიყენებს "ოცნება" რეპრესიულ მეთოდებს, მით მეტი იქნება ხალხის წინააღმდეგობა.
ის სიმბოლური სახელდებები, რომელიც აქვს ამ მარშებს, კიდევ ერთხელ გვეუბნება და ხაზს უსვამს რუსული ოკუპაციის მნიშვნელობას და მის წინააღმდეგ ბრძლას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენგან, იმიტომ, რომ დღესაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. აბსოლუტურად ყველასთან მივლენ, რადგან მათ აღარაფერი აჩერებთ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ, მაგრამ რამდენადაც მივლენ, იმდენად წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაიზრდება. ფიზიკის კანონია, რამდენადაც დააწვები ბურთს წყალში, უკუამოგდების ძალაც უფრო ძლიერია, - ამბობს ბაჩო ქაჯაია.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.