გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგნეს. გიორგი ბაჩიაშვილს ამჯერად სამსახურებროვი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან. არადა ოლიგარქის საჩივრის საფუძველზე „მტკვარი ჰესის“ საქმეს პროკურატურა გაფლანგვის 11 წლიანი მუხლით იძიებდა. საბოლოოდ კი პროკურატურა იძულებული გახდა მუხლი გადაეკვალიფიცირებია. ბაჩიაშვილს ამ სავარუდო დანაშაულისთვის 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა "მტკვარი ჰესის" მშენებლობისას არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული მოვალეობა და არც ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.